|
2016-11-09 13:16:16, 2344 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პუტინმა დონალდ ტრამპს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანისა და გლობალური პორბლემების დარეგულირების გზის პოვნის იმედი გამოთქვა. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის პოზიციების გათვალისწინების პრინციპებზე აგებული კონსტრუქციული დიალოგი ორივე ქვეყნის მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტი "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი გახდა. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 278 ხმა დააგროვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)