|
2016-11-09 11:39:31, 2049 ნახვა
კომენტარი მსოფლიო
სოსო ცინცაძე: კლინტონს გამარჯვების ერთადერთი შანსი აქვს
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს. კერძოდ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, მას გამარჯვებამდე კოლეგიის 6 ხმა აკლია. „ექსპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტ სოსო ცინცაძეს გაესაუბრა. ცინცაძის აზრით, ჯერჯერობით არ შეიძლება ცალსახად იმის თქმა, რომ ტრამპი იმარჯვებს, ვინაიდან ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია. მისივე განმარტებით, ამერიკის არჩევნებს მსოფლიო პრაქტიკა არაერთი სიურპრიზით გაუმდიდრებია, რის გამოც ყველაფერი მოსალოდნელია. ექსპერტის შეფასებით, ტრამპსა და კლინტონს შორის განსხვავება ისაა, რომ კლინტონს გამარჯვების ერთი შანსი, ხოლო ტრამპს უამრავი შანსი აქვს: „კლინტონის გამო ჯერ პანაშვიდს ნუ ვიხდით. უნდა დაველოდოთ პენსილვანიას. დიდ შტატს. თუცმა, ტრამპმა ფურორი მოახდინა. მაგრამ ყველაფერი მოსალოდნელია. გავიხსენოთ 2002 წელი, მაშინ საერთო აღიარებით, ელ გორმა გაიმარჯვა. ყველამ მიულოცა გორს. ბუშმაც მიულოცა გორს. შემდეგ გაირკვა, რომ ბუშმა გაიმარჯვა, შემდეგ ისევ გაირკვა, რომ გორმა გაიმარჯვა და ასე იყო 13 დეკემბრამდე. ნოემბერში ჩატარდა არჩევნები და მხოლოდ 13 დეკემბერს გაირკვა, ვინ იქნებოდა პრეზიდენტი. მოხდა ხმების გადათვლები. არ გეგონოთ საქართველოს არჩევნები, როდესაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ტელევიზიებიდან ტელევიზიებში დარბის ამ თავისი დოკუმენტებით და ვერ მიაღწია იმას, რომ ერთ უბანზე მაინც მოხდეს ხმების გადათვლა. ამერიკაში ასე არ ხდება. თუ რამე ეჭვი გაჩნდა, იქ 90-ჯერ გადაითვლიან ხმებს. როგორც მაშინ მოხდა 2002 წელს ფლორიდაში, მემგონი 18 ჯერ გადაითვალეს ხმები და მხოლოდ 13 დეკემბერს დადგინდა, რომ 1 ხმით ბუშმა აჯობა ელ გორს. ასე რომ, ყველაფერი მოსალოდნელია.ყველა პროგნოზირებდა კლინტონის გამარჯვებას და დღეს კლინტონი ჯერჯერობით აგებს. თუმცა რამდენიმე საათი კიდევაა და ეს მხოლოდ ეგზიტპოლებია. პენსილვანიის შედეგები არაა ცნობილი. თეორიული შანსი კიდევ მეტია. ვთქვათ, კლინტონს აქვს გამარჯვების ერთადერთი შანსი, და ტრამპს უამრავი შანსი აქვს. ამაშია განსხვავება. ამერიკის არჩევნებს არაერთი სიურპრიზით გაუმდიდრებიათ მსოფლიო პრაქტიკა. ამიტომ დავლოდოთ ბოლომდე“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)