|
2016-11-08 16:30:23, 2271 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე საარჩევნო უბნები გაიხსნა
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე საარჩევნო უბნები გაიხსნა, - ამის შესახებ The Guardin-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლთ ნაწილში საარჩვენო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ყველაზე გვიან საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ალიასკისა და ჰავაის კუნძულების მოსახლება შეძლებს. ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს გამარჯვების 71%-ი აქვს. მედიის ცნობით, პირველად საარჩევნო უბნები - ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ფლორიდაში დაიხურება. ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 538-წევრიანი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობა უნდა მოაგროვოს. თუ კანდიდატები ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, საბოლოოდ გამარჯვებულს წარმომადგენელთა პალატა გამოავლენს - ამგვარი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 1824 წელს მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)