|
2016-11-08 15:09:24, 2132 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიის ზედა პალატამ ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა
ავსტრალიის ზედა პალატამ ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი ავსტრალიის მთავრობაა. მთავრობის შეთავაზების წინააღმდეგ 33 სენატორი გამოვიდა, ამასთან, 29 სენატორმა კი რეფერენდუმის გამართვას მხარი დაუჭირა. BBC-ის ცნობით, ბოლო სოციოლოგიური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ავსტრალიის მოსახლეობის უმრავლესობა ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს უჭერს. ავსტრალიის შტატების უმეტესი ნაწილი ერთი და იმავე სქესიანთა წყვილებს სამოქალაქო კავშირს დასაშვებად ცნობს, თუმცა ამგვარი ქორწინების ლეგალურობა ნაციონალური კანონით განსაზღვრული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)