|
2016-11-08 13:33:53, 2309 ნახვა
მსოფლიო
მარტინ შულცი თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს ოპოზიციაზე ზეწოლა შეწყვიტოს
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწოდა, რომ ოპოზიციაზე ზეწოლა შეწყვიტოს და დასავლეთთანაც ურთიერთობებს ნუ გაართულებს, - ამის შესახებ განცხადება შულცმა ქალაქ ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე ″გამომცემელთა ღამე″ გააკეთა. როგორც შულცმა აღნიშნა, ის თურქეთის ხელისუფლებას არასწორი გზიდან დაბრუნებას და ევროპული დემოკრატიის გასაძლიერებლად დიალოგისკენ მოუწოდებს. მარტინ შულცის თქიმთ, ევროპის სურვილია რომ თურქეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს და იმასაც კარგად ხედავს თუ რამდენად დიდი წვლილი შეაქვს თურქეთს ლტოლვილთა კრიზისის აღმოფხვრის საკითხში, მაგრამ ტერორიზმი და კონფლიქტი, ოპონენტების დევნას არ ამართლებს. ″ვინც პრესის თავისუფლებას ძირს გამოუთხრის ის დემოკრატიას მოკლავს. ახლა თურქეთში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ შემაშფოთებელი კი არა, ასევე მიუღებელიც არის″, - განაცხადა მარტინ შულცმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)