|
2016-11-08 13:14:15, 2228 ნახვა
მსოფლიო
იემენში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა
იემენში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7070-ს მიაღწია, - ამ მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, 2015 წლის მარტიდან საბრძოლო მოქმედებების შედეგად 36818 ადამიანი დაშავდა, 2.1 მილიონ ადგილობრივ მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის მიტოვება მოუწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა კონფლიქტმა ქვეყანაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, იემენში მყოფი 21 მილიონი ადამიანი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. ცნობისთვის, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა არაბული ქვეყების კოალიციამ იემენში ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია 2015 წლის მარტში დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)