|
2016-11-04 15:44:04, 887 ნახვა
რეგიონი
ხარისხის ნიშნის მქონე რესტორნებისა და სასტუმროების რაოდენობა იზრდება
აჭარაში რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ხარისხის ნიშნის “რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ მინიჭება გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, 1 ნოემბრიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 26 განთავსებისა და კვების ობიექტში სანდასუფთავების, სურსათუვნებლობის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტები შემოწმდება. დეკემბერში კი იმ ობიექტებს, რომლებიც საერთაშორისო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ გადაეცემა. მათივე ცნობით, პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ თავისი შინაარსით წარმოადგენს შეთავაზებას რეგიონში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად. პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითი და უფასოა. ამ ეტაპისთვის, პროექტში დარეგისტრირებული 106 ობიექტიდან ხარისხის ნიშანი მხოლოდ 48 რესტორანმა და სასტუმრომ მიიღო. წლის ბოლომდე, კი მათი რიცხვი ისევ გაიზრდება. ხარისხის ნიშნის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე recommend.ge. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტში რაც შეიძლება ბევრი განთავსებისა და კვების ობიექტში ჩაერთოს. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ობიექტებს ხარისხის ნიშანი ენიჭება ჩვენი სურვილია აჭარაში არსებულ ყველა რესტორნასა და სასტუმროში იყოს დაცული, რაც საბოლოო ჯამში მომსახურების ხარისხზე აისახება და საერთაშორისო სტანდარტებს მიუხლოვდება. დეპარტამენტი შემდეგი წლისთვისაც გეგმავს პროექტის გაგრძელებას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება,“ -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა. (NS) (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)