|
2016-11-02 20:45:03, 1577 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული სიზუსტითაა აღრიცხული
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აცხადებს, რომ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით სრული სიზუსტითაა აღრიცხული. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, ესაა წინასწარი მონაცემები, რომელიც კიდევ დაზუსტდება და შესაძლოა, მონაცემები მცირედით გაიზარდოს. „ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ აღირიცხება ყოველდღიურად მიღებული სახსრები, რასაც თვის ბოლოს ემატება ის თანხები, რომელიც დონორების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების ფარგლებში, ამავე დონორის მიერ ხაზინის გაუვლელად, პირდაპირ ერიცხება შესაბამის შემსრულებელ ორგანიზაციებს," - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მისი განცხადებით, ეს მეთოდოლოგია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც სახაზინო სამსახური არსებობს, გამომდინარე აქედან, მინისტრის მოადგილის თქმით, ყოველგვარი ბრალდება მონაცემების გაყალბების შესახებ სრული აბსურდია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ასევე, აბსურდულს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს სახაზინო სამსახურის მიერ მოხდა დონორების მიერ კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ნაშთების დახარჯვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)