|
2016-11-21 11:52:55, 1840 ნახვა
ეკონომიკა
სერვისების განვითარების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა და მათ სააგენტოში მიმდინარე პროექტებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა. შეხვედრა ორი დღის განმავლობაში თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“, მიმდინარეობდა. სემინარი მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობის, საზოგადოებრივი ცენტრებისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ორდღიანი საინფორმაციო სემინარი 20 ნოემბერს დასრულდა. ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ჩატარდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)