|
2016-11-01 10:52:24, 1495 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახალ პროექტს - „დაიწყე ბიზნესი FabLab–თან ერთად
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით, 1 ნოემბრიდან იწყება რეგისტრაცია პროექტზე „დაიწყე ბიზნესი FabLab–თან ერთად". პროექტის ფარგლებში შეირჩევა 40 გუნდი, რომლებიც ფაბლაბში შექმნიან მრავალფეროვან პროდუქტებს. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი პროდუქტის შექმნისთვის, გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები. პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი. პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები გაივლიან აქტიურ მენტორშიპსა და ტრენინგებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განახორციელონ ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით და განავითარონ სტარტაპი. პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება თავიანთი იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას. ფაბლაბი არის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია,უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება. ლაბორატორია აღჭურვილია ისეთი კომპიუტერით, პროგრამირებადი, თანამედროვე დანადგარული ციკლით, რომელიც ინოვატორებს აძლევს შესაძლებლობას, დაამზადონ ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი პროტოტიპები, რომლითაც მოიპოვებენ დამატებით დაფინანსებას და განახორციელებენ მასობრივ წარმოებას. რეგისტრაციის ვადებია: 1.11.2016 – 15.11.2016 (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)