06:02 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 12:14:46, 449 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: საქართველო ტუნისში მდებარე მუზეუმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს მკაცრად გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ ტუნისში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტუნისში მდებარე „ბარდო“-ს ეროვნულ  მუზეუმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს საქართველო მკაცრად გმობს.

„საქართველო მკაცრად გმობს 2015 წლის 18 მარტს ტუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ ტუნისში მდებარე „ბარდო“-ს ეროვნულ  მუზეუმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც სულ მცირე 20 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა აღნიშნულ თავდასხმას.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. საქართველო მხარს უჭერს ტუნისის რესპუბლიკის მთავრობის მისწრაფებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი და სჯერა, რომ ტუნისელი ხალხი შესძლებს ყველა დაბრკოლების დაძლევას დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics