02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 17:09:29, 878 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნება“: „ნაცმოძრაობის“ წევრებმა კარალეთის შტაბში ჩვენს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით,  დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში შეიჭრნენ და შტაბის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნულ ფაქტს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ მორიგ პროვოკაციას უწოდებს:

„დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი სახე, რომ ძალადობა, პროვოკაციები და მუქარა არის მათი მოქმედების სტილი.

"ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ მსგავს პროვოკაციებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია, არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში“,-ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics