|
2015-03-19 11:29:10, 456 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: პედაგოგების ხელფასებს საფრთხე არ ემუქრება
"პედაგოგების ხელფასებს საფრთხე არ ელოდება", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში "ქამრების შემოჭერის" თემის კომენტირებისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თანხების დაზოგვა მიმართული იქნება არა პროგრამულ, არამედ ადმინისტრაციულ ხარჯებზე. "სამინისტროში დაგეგმილი იყო რამდენიმე ადმინსტრაციული შენობის შეკეთება, ეს იყო დაკავშირებული თვითონ სამინისტროს შენობასთან, რომელიც იყო ავარიული, თუმცა კონსულტაციებს გავდივართ და შესაძლებელი იქნება ამ ხარჯების სამომავლოდ გადაწევა, რეალურად თანხებს აქ დავზოგავთ. არის საუბარი საწვავის და სატელეფონო ლიმიტების ოპტიმიზაციასთან", -აღნიშნა სანიკიძემ. მისივე თქმით, ხელფასები როგორც პედაგოგებს, ისე სამინისტროს თანამშრომლებს არ შეუმცირდებათ. " ეს ხელფასებს არ ეხება. ის ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი. ძალიან კარგად იცით განათლების სამინისტროში ხელფასების და მითუმეტეს წახალისების ფორმატი დაბალია. პედაგოგების ხელფას საფრთხე არ ელოდება. კიდევ ერთხელ, ეს არ არის პროგრამულ ხარჯებზე, ეს არის მხოლოდ ადმიისტრაციულ ხარჯებზე მიმართული", - განაცხადა თამარ სანიკიძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)