|
2016-10-27 15:54:36, 878 ნახვა
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს გორის მუნიციპალიტეტს 12 კომპიუტერი გადასცეს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს სახელწოდებით - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შერჩეულია ათი საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი, ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ და ბათუმი), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონულ ფორმატში გაიცემა. აღნიშნული სისტემების მეშვეობით გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მომსახურების მიღების ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. აქტივობა ხორციელდება პროექტის - „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ - ფინანსური მხარდაჭერით. საპილოტე მუნიციპალიტეტებს ჯამში 167 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცემათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)