|
2016-10-27 15:26:56, 915 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს, მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათ გამარჯვება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა. შეხვედრას ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები და მთავარი მწვრთნელი მკლავჭიდში - თემურ ლიპარტაშვილი ესწრებოდნენ. 2016 წლის 1-10 ოქტომბერს ბულგარეთში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილობას 52 ქვეყნის სპორტსმენი ღებულობდა, მათ შორის 4 სპორტსმენი აჭარიდან, რომელთა ასპარეზობაც საკამოდ წარმატებული აღმოჩნდა. მარინე ფუტკარაძემ ბრაზილიელ მსოფილო ჩემპიონს ფინალურ ეტაპზე სძლია და მარცხენა ხელში ოქროს, ხოლო მარჯვენაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ლევან პოღოსიანმა კი მარჯვენაში ოქროს, ხოლო მარცხენაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ნინო მახარაძეს ის ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჯამში აჭარის რეგიონალური მკლავჭიდის ნაკრების სპორტსმენები ქვეყანაში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. ივნისის თვეში რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე აჭარიდან მონაწილე სპორტსმენებმა: მარინე ფუტკარაძემ 3 ოქროს მედალი, ხოლო ლევან პოღოსიანმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)