|
2015-03-19 11:01:51, 879 ნახვა
სამართალი
შსს-მ 51 აბი ე.წ. „ბიო“ და დიდი ოდენობით კანაფის ფისი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ლევანი ჩ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 51 აბი ე.წ. „ბიო“ და 92,5716 გრ ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი ამოიღეს. ამოღებული „ბიო“ ექსპერტიზის დასკვნით 2,2846 გრ ფენეთილამინის ნაერთთა კლასის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით).
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)