|
2015-03-19 10:51:33, 819 ნახვა
სამართალი
საბაჟო საზღვრის კონტროლისაგან მალულად ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, ერთ კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, ასევე ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ანტიკვარული ნივთები. დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)