|
2016-10-26 12:02:15, 1018 ნახვა
რეგიონი
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს განიხილავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS-ი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტზე ლეონიდ თიბილოვზე დაყრდნობით იუწყება. როგორც თიბილოვმა აღნიშნა, ავიაცია ავადმყოფების დასახმარებლად სჭირდებათ, რაც უამინდობის გამო დაგვიანებით ხორციელდება. “ავიაცია ძალიან გვჭირდება. ჩვენ განვიხილეთ ავიაციის შექმნის საკითხი. ზოგჯერ მთის გზა იკეტება მეწყერის გამო და ჩვენ ავადმყოფების დახმარება შესაძლოა, დავაგვიანოთ”, - განაცხადა თიბილოვმა. ე.წ პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში განვითარებულია მედიცინის გარკვეული დარგები და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები დეფაქტო ხელისუფლებას პერიოდულად მიმართავენ თხოვნით, გაგზავნონ ისინი სამკურნალოდ საქართველოში, სადაც ჩასვლა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში. “ეს ხდება მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ურთიერთობები არ გააჩნიათ, ჟენევის დოსკუსიების პლატფორმის გარდა. საქართველოში ხორციელდება ჯანდაცვასთან დაკავშირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ჩართულობის სერიოზული პროექტი, რომელსაც დასავლური ქვეყნები აფინანსებენ და მხარს უჭერენ. გამოდის, რომ ეს არის იძულებითი ზომა, ამიტომ აქ სანიტარული ავიაცია და ზოგადად ავიაცია სასარგებლო იქნებოდა”, - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)