|
2016-10-25 10:25:11, 927 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილმა სენაკში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალურ დირექტორ ლევან დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში, ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივის დამშრობი სისტემის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეისათვის სამუშაოები უკვე ჩაუტარდა 39 კმ სადრენაჟე არხს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხდება, ასევე, დაზიანებული მილხიდების ახლით ჩანაცვლება. პროექტის დასრულების შემდეგ, 2017 წლის მარტისათვის, სადრენაჟე მომსახურბა აღდგება სოფელ ახალსოფლის 690 ჰექტარ მიწის ფართობზე. სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებაა 679 000 ლარი. 2012 წლიდან დღემდე სამეგრელოს რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 400 კმ-ზე მეტ სადრენაჟე არხს, ხოლო ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში მოწესრიგდა 379 კმ სადრენაჟე არხი. შედეგად დრენირებული მიწის ფართობი 10 000 ჰექტრიდან 16 540 ჰექტრამდეა გაზრდილი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)