09:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 19:27:43, 980 ნახვა

საზოგადოება
ინგოროყვას კლინიკაში მყოფი სამხედროები ლევან იზორიამ დაშავებულთა მშობლებთან ერთად მოინახულა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან ლევან იზორია მშობლეთან ერთად მივიდა. 

თავდაცვის მინისტრმა კლინიკების მთავარი და მორიგე ექიმებისგან დაშავებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 

"ექიმების ინფორმაციით მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთლიანობაში სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, დინამიკა დადებითია და ახლო მომავალში ისინი გამოჯანმრთელდებიან“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში  ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის ოთხი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. სამი სამხედრო კი შპს „ტრავმატოლოგში“ მკურნალობას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ერთი სამხედრო მოსამსახურე შპს „ტრავმატოლოგიიდან“ გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საბოლოო გამოჯანმრთელებამდე გააგრძელებს მკურნალობას.

28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. დაშავებული სამხედროები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში წუხელ გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. 

სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით საქმე უკვე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics