|
2015-03-18 14:32:57, 1588 ნახვა
მსოფლიო
ჯენ ფსაკი: რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებულ „ხელშეკრულებებს“ არ ვცნობთ
აშშ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულ „ხელშეკრულებებს“ არ აღიარებს. ამის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მისივე თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ფსაკის განცხადებით, აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში აშშ–ს პოზიცია უცვლელია. ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არ ვცნობთ არც წინა და ამჟამინდელ არალეგიტიმურ ხელშეკრულებებს, რომელიც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმდა“, – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებას მხარეები დღეს მოსკოვში გააფორმებენ. ამის შესახებ განცხადება კრემლის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მოაწერენ. შეგახსენებთ, ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. აღნიშნულ ფაქტს რუსული მედია ვლადიმერ პუტინის ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებს, რადგან პუტინი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში საზოგადობის წინაშე არ გამოჩენილა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)