20:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 13:59:18, 705 ნახვა

პოლიტიკა
მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.  ორგანიზაციის ინფორმაციით,   მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა.

„საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით არჩეულ დეპუტატს, ჩვეულებრივ აქვს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების უფლება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ამომრჩეველთა ინტერესების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გასაჟღერებლად. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. 10-ჯერ და უფრო ნაკლებად სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%. ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით ისარგებლა მაჟორიტარი დეპუტატების 17%-მა.

73 მაჟორიტარი პარლამენტის წევრიდან 2012-2016 წლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 7 მაჟორიტარ დეპუტატს“,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics