|
2016-10-21 13:04:08, 1599 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გახსნილი ახალი საწარმო აზერბაიჯანში ხორცის ნახევარფაბრიკატების ექსპორტს განახორციელებს
„ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „G & A GROUP“-ს საწარმოს ეწვია, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისება შეძლო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის მართვა და გაყინული ხორცპროდუქტების, ასევე თევზის იმპორტი წარმოადგენდა, ხოლო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ ნახევარფაბრიკატები და თევზეულის წარმოებაც აითვისა. "საწარმო, სადაც ამჟამად 75 ადამიანია დასაქმებული, ყოველთვიურად 15-20 ტონა ნახევარფაბრიკატსა და თევზს აწარმოებს, ხოლო სულ რაღაც 6 თვეში კომპანია წარმოების ზრდას გეგმავს, კერძოდ, თვეში პროდუქციის წარმადობა 100 ტონამდე გაიზრდება. კომპანია სამომავლოდ გეგმავს აზერბაიჯანში ხორცის ნახევარფაბრიკატების გატანას",-განმარტავენ უწყებაში. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც მთავრობამ დაიწყო და იგი მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში თითქმის ყოველდღე იხსნება ახალი საწარმოები ან ხდება განახლებული წარმოებების ამოქმედება. ქუმსიშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის პროგრამის თანახმად, 205 - ზე მეტი საწარმოა ჩართული და 10,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი. პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. შპს „G & A GROUP“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3,900,000 ლარს შეადგენს. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)