|
2016-10-20 15:42:13, 1104 ნახვა
რეგიონი
ლევან გორგილაძე წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტის მეორე ეტაპის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტის მეორე ეტაპის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოს სამედიცინო ჯგუფმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით 20 სასოფლო სკოლასა და პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) 10 დაწესებულებაში განახორციელა WASH-ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოახდინა სკოლების პერსონალისა და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. „პროექტის მიზანია აჭარაში WASH ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ქცევითი სტანდარტების შეცვლის წახალისება, რაც მოწოდებულია დიარეული დაავადებების ინციდენტობის შემცირებისათვის. WASH–ის გაიდლაინების მიხედვით ტრეინინგები ჩაუტარდა პჯდ–ების თანამშრომლებს, სკოლის მასწავლებლებს და სამეურვეო საბჭოების წევრებს, თანასწორთა განმანათლებლებს და მოსწავლეებს. დამატებით, თითოეულ სამიზნე დაწესებულებაში მომზადდა პერსონალი ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობისათვის. პროექტის ფარგლებში დამზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)