|
2016-10-20 09:34:21, 1446 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად დღეს კენჭისყრა გაიმართება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, ირინა იმერლიშვილსა და ზაზა თავაძეს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. სწორედ ეს ორი გვარი დასახელდა გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ თავმჯდომარეობის კანდიდატურებად. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად პლენუმის ხუთი წევრის მხარდაჭერაა საჭირო. ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა, მან მოსამართლეობის ფიცი 2 ოქტომრს დადო. მანამდე იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. ზაზა თავაძე კი წლებია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპაუაშილის პირველი მოადგილე იყო. თავაძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ასრულებს. სასამართლოს მთავარი მრჩეველის განმარტებით, თუ პლენუმის სხდომაზე მოსამართლეების პოზიციები გაიყო და ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს საკმარისი ხუთი ხმის მოგროვებას, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სხდომა 14 დღეში უნდა ჩაინიშნოს და ახალი კანდიდატურები უნდა დასახელდნენ. „კანონმდებლობით მიხედვით, თუ ვერ აირჩევა დასახელებული კანდიდატურებიდან მოსამართლე, 14 დღეში პლენუმი ვალდებულია, შეიკრიბოს და ახალი კანდიდატები წარადგინონ. უკვე წარდგენილ კანდიდატებს უფლება არ აქვთ, მეორედ იყვნენ დასახელებული კანდიდატებად“, - განაცხადა ლომთაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით ირჩევა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)