|
2015-03-18 11:17:15, 466 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს
დედაქალაქის მერია დღეიდან მუშაობას ახალი შემადგენლობით იწყებს. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის ახალ წევრებს წარმატება უსურვა და მეტი აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა. „აქამდე ჩვენ 2 ფრონტზე გვიწევდა მუშაობა. უამრავი პრობლემა იყო, რომელიც მერიაში დაგვხვდა. ამის მოგვარებაზე ვზრუნავთ. ახლა არის ეტაპი, როცა პრობლემების უდიდესი ნაწილი დაძლეულია და განვითარებისკენ სვლის პერიოდი დადგა. ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით ტემპში უნდა ვიმუშავოთ და დავდოთ ის შედეგი, რასაც საზოგადოება ელოდება“, – განაცხადა ნარმანიამ. ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ გუშინ, დედაქალაქის მთავრობის წევრობის ახალ კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ვიცე–მერის თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა, რომელმაც ალექსანდრე მარგიშვილი შეცვალა. მერის მოადგილის პოსტი ირაკლი ლექვინაძემ დაიკავა. მან მერიაში ალუდა გოგლიჩიძე ჩაანაცვლა. ამასთან, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პაატა ჯაჭვლიანი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად კი, გიორგი გურგენიძე დაინიშნა. დედაქალაქის საკრებულომ ვაკის ახალ გამეგებელს, ლაშა აბაშიძესაც დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)