|
2016-10-17 20:01:17, 1731 ნახვა
სამართალი
კახიძე: სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, არამედ განსახილველად მიიღო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა. როგორც ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სტრასბურგის სასამართლომ "საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, არამედ განსახილველად მიიღო". "მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგს იმის შესახებ, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მთავრობის საჩივარი ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, არამედ განსახილველად მიიღო. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ჩვენ მოვუგეთ ექსტრადირების ყველა პროცესი, ინტერპოლის ყველა დავა და ვანო მერაბიშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში. ანალოგიურად დავამარცხებთ დიდ პალატაშიც, რომლის გადაყვეტილებასაც კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. სტრასბურგის სასამართლო აგრეთვე განიხილავს ჩემ აპლიკაციას გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ასევე დავამარცხებთ ხელისუფლებას. ჩვენი ბრძოლა არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - წერია Facebook პოსტში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)