|
2016-10-17 17:18:03, 921 ნახვა
რეგიონი
ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი შემოვიდა
ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტი ავიზო "პრემიე მეტრ ლ'ერი" ბათუმის პორტში შემოვიდა 2016 წლის 17-დან 20 ოქტომბრამდე. 17 ოქტომბერს, 09:30 სთ-ზე დახვედრის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიესთან ერთად ესწრებოდა. 10:30-დან 13:00 სთ-მდე ჩატარდება ოფიციალური შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. ორშაბათს, 17 ოქტომბერს, 17:00სთ-ზე, საფრანგეთის ელჩი გადასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ბატონი ჟანივ ლე დრიანის გადაწყვეტილებით საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობის ნაწილს. ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, " პრემიე მეტრ ლ'ერი " ეკიპაჟის წევრები ეწვევიან ბათუმის ნ°2 საჯარო სკოლასა (11:30 სთ) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს (16:00 სთ) ფრანკოფონ მოსწავლეებსა და სტუდენტებთან შეხვედრის მიზნით. დათვალიერების მსურველთათვის გემი ღია იქნება ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, 16:30-დან 18:00სთ-მდე. ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ისარგებლებენ შემთხვევით და ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნები ყვინთვაში გაიმართება სამშაბათს, 18 ოქტომბერს, 09:00-დან 11:00 სთ-მდე, ხოლო აბორდაჟის ოპერაცია ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, 09:00-დან 11:00 სთ-მდე და ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს. ავიზო "პრემიე მეტრ ლ'ერი" ბათუმის პორტს დატოვებს ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, 09:00 სთ-ზე.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)