|
2016-10-17 13:14:13, 1336 ნახვა
კომენტარი
თამარ კორძაია ტრანსგერდერზე მომხდარ თავდასხმას საგანგაშოს უწოდებს
„ამ ქვეყანაში ძალადობა კატასტროფულ ნიშნულამდე არის მისული და ის სწორედ სიძულვილით არის მოტივირებული“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ ტრანსგენდერზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, საზოგადოებაში სიძულვილი ღრმად არის ფესვგადგმული. „ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ვიღაცას მოკლავენ ან ვიღაც სასიკვდილოდ არის განწირული და სიცოცხლის გადასარჩენად საავადმყოფოში იბრძვის. სხვა შემთხვევებში არ გვახსოვს ტრანსგენდერი ადამიანები. ისინი ძალადობის მსხვერპლნი ყოველდღე არიან. ყველაზე სამწუხაროა ის, რომ სწორედაც ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტმა ვერ დაინახა , რომ ფემიციდი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია. ამის ფონზე, როდესაც ვლაპარაკობთ ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე, მგონი სიმართლესთან თვალის გასწორების პერსპექტივა არ ჩანს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. ცნობისთვის, ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით).
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)