|
2016-10-17 12:32:19, 1568 ნახვა
სამართალი
მაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიას“ საქმეზე დაკავებული მაია რჩეულიშვილის, გუკა რჩეულიშვილისა და ირაკლი მინდელის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. გარდა ამისა, წაიკითხეს მაია რჩეულიშვილის წერილიც, რომლითაც ის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და სხდომებს აღარ დაესწრება. საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიას“ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში " ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი, "ცენტრ პოინტი" აჭარას დირექტორ ირაკლი მინდელი იმყოფებიან. მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა გასულ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე, მაია რჩეულიშვილის შემთხვევაში, პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს სახით 150 000 ლარს სთავაზობდა სასამართლოს, გუკა რჩეულიშვილის შემთხვევაში კი 5, ან 10 ათასს ლარს. თუმცა, მოსამართლის განმარტებით, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, რომ ბრალდებულებმა თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მიიმალონ. დაცვის მხარის განცხადებით, მათი გათავისუფლება აუცილებელია, რათა დაწყებული მშენებლობა დასრულდეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)