|
2016-10-15 12:01:38, 1925 ნახვა
სამართალი
თავდასხმა ტრანსგენდერზე - დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია
ორთაჭალაში გვიან ღამით ინციდენტი მოხდა. 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. უფლებადამცველის გიორგი ტატიშვილის თქმით, ინცინდენტი გენდერული იდენტობის საფუძველზე მოხდა. „გუშინ თბილისში დაჭრეს ტრანსგენდერი ქალი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაზარალებული არის ოჯახიდან დევნილი მისი გენდერული იდენტობის გამო, არის სოციალურად დაუცველი და ცხოვრობდა ქუჩაში აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები როგორიც არის ტუბერკულიოზი და აივ ინფექცია ჩემი მიმართვის მიუხედავად არცერთმა არსამთავრობო ორგანიზაციამ არ გამოეხმაურა ამ ფაქტს რატომ? ალბათ იმიტომ რომ ქვეყანაში შერჩევითი უფლებადაცვითი ორგანიზაციები გვყავს, მაშინ იბადება კითხრა რა ფუნციის მატარებლები არიან ეს ეგრეთ წოდებული ორგანიზაციები თუ კი იმ მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს არ იცავენ რომელთა დაცვის მიზნითაც ფუნქციონირებენ ამ ფაქტის შესახებ აუცილებლად ეცნობება ჩემს მიერ უველა დონორ ორგანიზაცის და საელჩოებს ხოლო სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სწრაფად და ობიექტურად მიიღოს შესაბამისი ზომები დამნაშავე პირის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის გახსნისათვის. რაც შეეხება ფაქტს ეს არის ამაზრზენი და ყოვლად მიუღებელი ფაქტი და მას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირებები როგორც პრეცენდენტი“, - წერს გიორგი ტატიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19 - 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)