|
2016-10-13 16:54:32, 945 ნახვა
რეგიონი
საქაერონავიგაცია ქუთაისში საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო სისტემას ამონტაჟებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო სისტემის მონტაჟი დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება. „სარეზერვო ცენტრის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ავიაციის განვითარების საქმეში. შპს “საქაერონავიგაცია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრს აშენებს, რომელიც ესპანური კომპანია”ინდრას” მიერ წარმოებული საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემით იქნება აღჭურვილი. საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტიანს და კომფორტულს გახდის. ახალ სისტემაზე გადასვლა, რომელსაც ორმაგი დაცვა ექნება საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა რომ მაღალი დონის სანავიგაციო მომსახურება უფრო მეტ ავიაკომპანიას გაუწიოს. პირველი სარეზერვო სისტემა, რომელიც თბილისში დამონტაჟდება, ძირითადი სისტემის გათიშვის შემთხვევაში წამებში ჩაირთვება და ეს პროცესი ავიამეთვალყურისთვის სრულიად შეუმჩნეველი იქნება. ახალ სისტემას ექნება დამატებითი დაცვა, სისტემისგან დამოუკიდებელი მეორე რეზერვი, რომელიც უკვე სრულად გამორიცხავს სამუშაო პროცესის შეფერხებას. სარეზერვო სისტემა ქუთაისში მონტაჟდება, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას, თბილისის ძირითადი საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან კავშირის დაკარგვის შემთხვევაში (სტიქიური უბედურების ან გაუთვალისწინებელი ვითარების დადგომის დროს), შეყოვნების გარეშე გააგრძელოს საჰაერო ხომალდების სააერნაოსნო მომსახურება. თავისი ადგილმდებარეობითა და კლიმატური თვისებებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იდეალური სარეზერვო აეროპორტია არა მარტო თბილისისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ქუთაისის აეროპორტს აქვს შესაძლებლობა, რომ სატრანზიტო დერეფანის უმნიშვნელოვანესი წერტილი გახდეს. ასე რომ, აქ საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრის გამართვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)