|
2016-10-13 14:23:03, 1383 ნახვა
ეკონომიკა
არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2015 წლის ბოლოსათვის 50,1 მილიარდი ლარი შეადგინა
არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2015 წლის ბოლოსათვის 50,1 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციაშია აღნიშნული, (2015 წლის გამოკვლევის ძირითადი შედეგები) გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2015 წლის ბოლოსათვის 50,1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4,0 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. საქსტატის ცნობით, 2015 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 11,1 მილიარდი ლარია. „არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2015 წლის ბოლოსათვის 1,8 მილიარდი ლარი შეადგინა. 2015 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 1,6 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 47,4. 2015 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 31,2 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან მოკლევადიანი ვალდებულებებები შეადგენდა 8,1 მილიარდ ლარს). მთლიანი ვალდებულებებიდან 7,3 მილიარდი ლარი1 წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2015 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 6,3 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 109,0 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2015 წლის ბოლოსათვის 18,9 მილიარდი ლარი შეადგინა“, - აცხადებენ საქსტატში. რაც შეეხება ვალის მომსახურებას, საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 6,0 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ვალის მომსახურებამ მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 827,7 მილიონი ლარი, ვალის მომსახურებამ ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 81,1 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურებამ სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 599,1 მილიონი ლარი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)