07:30 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 19:02:20, 1567 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: საშუალოვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარებას ველოდებით

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის  განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის  ხარჯებს გაცვლით  კურსზე ზემოქმედება არ გამოუწვევია.

ხადური ოპონენტებს მოუწოდებს, საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ისეთ განცხადებებს  ნუ გააკეთებენ, რომლებიც მათ ავტორიტეტს ეჭვქვეშ დააყენებს.

„თუ გადავხედავთ  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის სავალუტო ფონდის დასკვნებს და პროგნოზებს,  და ეს პროგნოზები რეალისტურია და არავის არ დაუყენებია ისინი ეჭვქვეშ, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და წელს უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი. ეროვნული ბანკიც და ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის  ხარჯებს არ გამოუწვევია  და არც შეეძლო გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ და საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ისეთ განცხადებებს ნუ გააკეთებენ, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებს მათ ავტორიტეტს“,-განაცხადა ხადურმა.

მანვე დასძინა, რომ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება.

თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას ელოდებიან.

„ესაა მოკლევადიანი რყევები, რაზეც ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა“, - განმარტა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics