|
2016-10-12 15:30:00, 1379 ნახვა
ეკონომიკა
განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ფოსტის ყოფილი შენობა იყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 1 ლარად ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–შიმდებარე უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მინიმუმ 8 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. მათივე ინფორმაციით, აუქციონის პირობებით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სულ მცირე 30 ნომრიანი სასტუმრო და „საქართველოს ფოსტის“ ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა, ასევე, განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობა. ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2016 წლის 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/355848 სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)