14:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 13:37:26, 784 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო მინისტრი: ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურგენ ლიგი მოხარულია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონური გავლენიანი გამოცემა „პოსტიმეესი" წერს.

სტატიაში გაშუქებულია ესტონეთის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის იურგენ ლიგის ვიზიტი ლიტვაში, სადაც მან საქართველოს შესახებაც ისაუბრა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.  

„ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს. იმედი მაქვს, რომ საქართველო უვიზოდ მიმოსვლას ძალიან სწრაფად მიიღებს", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ესტონეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის  და მათთვის რეფორმების გატარების კუთხით ხელშეწყობის საკითხები. „აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, აპირებს განავითაროს ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics