14:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 12:16:09, 674 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: არჩევნები მინდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ინციდენტებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.

როგორც  განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო საქართველოს კონკურენტულ არჩევნებს ულოცავს, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისის შეფასებით, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისის შეფასებით ზოგადად ძირითადი  თავისუფლებების დაცვით ჩატარდა 8 ოქტომბერს. აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მინდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში.  მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და   დაბალანსირებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საელჩოში აცხადებენ, რომ  ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს განმეორებით კენჭისყრას.

„მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩვნებს და გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი   საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.  ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა  და განმეორებით კენჭისყრას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics