13:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 09:58:13, 737 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი პროვოკაციების გზით წაიყვანოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანზიაციების მიერ გაკეთებეული შეფასებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციებისა და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს:

 „რაც ჩვენი შეფასებით, არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და არჩევნების მიმდინარეობისას მაღალპროფესიულად აშუქებდნენ პროცესებს და აწვდიდნენ ამომრჩეველს ობიექტურ ინფორმაციას,  მათ 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ჩატარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლების  უმრავლესობამ საქართველოში ჩატარებული არჩევნები  დადებითად შეაფასა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეუთოს შეფასება, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის არჩევნებმა კონკურენტულ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics