|
2016-10-08 19:44:38, 1605 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ჟვანია: ყუთის გადაადგილება დაცულობის მიზნით მოხდა და ბიულეტენებს არანაირი საფრთხე არ შექმნია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ყველა ადასტურებს, რომ მარნეულის 48-ე უბანზე ყუთი დაცულია და ლუქის მთლიანობები დარღვეული არ არის. როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყუთის გადაადგილება დაცულობის მიზნით მოხდა და იქ არსებულ ბიულეტენებს არანაირი საფრთხე არ შექმნია. შესაბამისად, ჟვანიას თქმით, აღნიშნულ უბანზე არჩევების ჩაშლის საფუძველი არ არსებობს: „გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ყუთი გაქრა, დაიკარგა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ამაზე უკვე განცხადებები და დასტური ასევე გააკეთეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც. მინდა აღვნიშნო, რომ იქ შექმნილი სიტუაცია, დაპირისპირება, ამავდროულად ნახეთ, რომ იყო შენობაში შეღწევის მცდელობაც, სროლა ქვების, ფანჯრებია ჩალეწილი. ეს მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მიერ, გარკვეული პროტესტის ნიადაგზე. თუმცა, ყუთს იცავდნენ კომისიის წევრები, იქ გახლდათ ცესკო-ს წარმომადგენელი, დამკვირვებლებიც, წარმომადგენლებიც. ყველა ადასტურებს, რომ ყუთი არის აბსოლუტურად დაცული, ლუქის მთლიანობები არ არის დარღვეული, ყუთის გადაადგილება მოხდა დაცულობის მიზნით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქ არსებულ ბიულეტენებს საარჩევნო ბიულეტენები კონვერტებშია განთავსებული, არანაირი საფრთხე არ შექმნია. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რაც აჟიოტაჟია ატეხილი 48-ე საარჩევნო უბანთან“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)