|
2016-10-08 09:58:42, 1299 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე: ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ, წინ მიმავალ საქართველოს
ძალიან კარგი განწყობა მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა, ჩვენ ყველა ერთად, უარს ვეტყვით უნიათობას; უარს ვეტყვით ტყუილს და დაპირისპირებას და ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ, წინ მიმავალ საქართველოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, საქართველოში მშვიდობიანი და ღირსეული არჩევნები ჩატარდება. ამასთან, მანვე მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ არჩევნებზე და ხმა ქვეყნის მომავალს მისცენ. „მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, მობრძანდეს და მშვიდ, წყნარ ვითარებაში დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ხელისფულება ყველაფერს აკეთებდა არეულობის, შიშის განცდის დასამკვიდრებლად. მის დასამკვიდრებლად, რომ ქვეყანაში რაღაც ცუდი უნდა მოხდეს არჩევნების დღეს. მე ყველას ვეუბნები, არაფერი ცუდი არ მოხდება, ყველა ერთად მობრძანდით, ხმა მიეცით თქვენს მომავალს, თქვენი ოჯახის, თქვენი ქვეყნის მომავალს და ყველამ ერთად ავირჩიოთ უკეთესი საქართველო. საქართველო, რომელიც მიდის წინ, საქართველო რომელიც ვითარდება",- განაცხადა ბაქრაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)