|
2016-10-07 17:10:01, 1837 ნახვა
სპორტი
ქუმსიშვილი: აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზე არ იმოქმედებს
„აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ აღნიშნული არ იმოქმედებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებსა და ბრუნვაზე“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მედია დაინტერესდა, რამდენად შეეხება ქართულ პროდუქციას აზერბაიჯანის მიერ ზოგიერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილება. „ჩვენ აზერბაიჯანთან გაგვაჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. შესაბამისად, ამ შეთანხმებების მიხედვით, საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაზე ექსპორტის და იმპორტის გადასახადი არ გაიზრდება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)