|
2016-10-07 14:44:02, 1023 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის ტექნოპარკში გუბერნატორის ადმინისტრაციის ახალგაზრდული პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება
ზუგდიდის ტექნოპარკში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ზუგდიდის ტექნოპარკის და "GEM ფესტ"-ის ახალგაზრდული პროგრამების პრეზენტაციადღეს, 18:00 საათზე გაიმართება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებს მიმოიხილავს, პრეზენტაციაზე, ასევე განიხილება GEM fest 2017-ის გეგმები. ახალგაზრდების ჩართულობა GEM –fest-ში, მათი დასაქმება და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა ფესტივალზე. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია ტარდება ზუგდიდის ტექნოპარკში, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სულ ცოტა ხნის წინ გახნა და რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში. დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ მთავრობასა თუ კერძო კომპანიებს, მაქსიმალურად გამოიყენონ უნიკალური შესაძლებლობების სივრცე: მაღალტექნოლოგიური დანადგარები, საკონფერენციო დარბაზი, co-working ცენტრი და სხვა სერვისები, რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)