|
2016-10-06 10:55:53, 985 ნახვა
რეგიონი
აჭარაში განთავსების ადგილთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა
2016 წელს, აჭარას 1 526 საწოლი ადგილი შეემატა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში მიმდინარე წელს გაიხსნა ისეთი ხუთვასკვლავიანი სასტუმროები, როგორებიცაა „კასტელო მარე“ და სასტუმრო „ეიფორია“. „აღნიშნული პროექტებით რეგიონში 115 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. გარდა 5 ვარკლავიანი სასტუმროებისა აჭარას შეემატა საშუალო და დაბალბიუჯეტიანი სასტუმროებიც, როგორებიცაა „ერა პალასი“, „მარსელი“ და სასტუმრო „მგზავრები“-ს ახალი შენობა გონიოში. რეგიონში ყოველწლიურად მზარდი სასტუმრო ინფრასტრუქტურა ნებისმიერი გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების ტურისტზეა გათვლილი. 2016 წლის მონაცემებით, აჭარაში 348 რეგისტრირებული განთავსების ობიექტი და 18 277 საწოლი ადგილია. მათ შორისაა ისეთი მაღალი კლასის სასტუმროები როგორებიცაა „შერატონი“, „რედისონი“, „ჰილტონი“, „დივან სუიტი“, „მარინა კოლიზეუმი“ და „ლეოგრანდი“. წლის ბოლომდე კი ბათუმში ორი მაღალი კლასის სასტუმროს -„პორტა ბათუმი“-სა და ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება. აღნიშნული სასტუმროები აჭარას დამატებით 500 განთავსების ადგილს შემატებს”, - ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)