|
2016-10-05 15:35:59, 1774 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
საქართველო ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნას შეძლებს
“საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნა და ჩინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში ტურების განხორციელება შეეძლება”, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შესაძლებლობა ქართულ ტურისტულ კომპანიებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შეეძლებათ. ამასთან, ქუმსიშვიმლა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის დასაბამიდან იღებს სათავეს. მისი განცხადებით, „სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელსაც საფუძველი ქართველმა და ჩინელმა ხალხმა ჩაუყარა, დღესაც გრძელდება და უფრო მეტ ძალას იკრებს, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.“ „შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის ყველა სფეროს და ქმნის ეფექტურ ბაზისს ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ჩვენი რწმენით, მიმართული იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისათვის ეკონომიკური სარგებლის და კეთილდღეობის მოტანისაკენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)