|
2016-10-05 11:01:58, 1422 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს, შაჰინ ბაგიროვს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე, სამომავლო პარტნიორობის საკითხებს, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვა და ფორმალობების გამარტივება, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის მოცულობისა და ტურისტული ნაკადის გაზრდას და სხვა. ნოდარ ხადურმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელმაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი რეგიონში. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურებს შორის გაგრძელდება ნაყოფიერი პარტნიორობა. როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანული მხარე გააგრძელებს ძალისხმევას გააუმჯობესოს და დახვეწოს აზერბაიჯანსა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო დერეფნის ტვირთბრუნვის მაჩვენებლის ამაღლებას. როგორც აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, რათა გაიზარდოს რეგიონის სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)