|
2016-10-04 12:23:58, 1388 ნახვა
ეკონომიკა
ტურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფუძნებულ ტურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, ფონდი ტურისტული ინფრასტუქტურის გასავითარებლად ახორციელებს $680 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 8 მასშტაბურ პროექტს თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. ამ პროექტებიდან სამ კომპლექსში შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection. ამასთან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი. "ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონული ტრენინგ ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება. ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. ამის კარგი მაგალითია ფონდის პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების ნაკადის მუდმივი ზრდის ტემპები ითხოვს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის განვითარებას და ახალი სტანდარტების სწრაფ იმპლემენტაციას, რაც იქნება “ტურიზმის განვითარების ფონდის” უმთავრესი მისია",-აღნიშნულია თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)