23:00 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 18:14:38, 770 ნახვა

პოლიტიკა
სლოვაკეთი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიიზაციის საკითხზე დაგეგმილი განხილვა დადებითი შედეგით დასრულდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენელს პიტერ იავორჩიკს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა განიხილეს. 

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან აღინიშნა, რომ საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრებს შორის და თავჯდომარე ქვეყანა მუშაობს ყველა საჭირო პროცედურის წარმატებით და დროულად დასრულების მიმართულებით.

ამასთან, პიტერ იავორჩიკმა  გამოთქვა იმედი, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი განხილვა დადებითი შედეგით დასრულდება უახლოეს მომავალში და სლოვაკეთს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას მიეცემა მანდატი შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი ვიზალიბერალიზაციის პროცესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რაც არაერთხელ ითქვა ევროკავშირის მხრიდანაც.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დროულად შემოღების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics