21:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 17:31:44, 816 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული მიდგომით ბოროტად ნუ ისარგებლებენ

"ქართული ოცნება"   გუშინ ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში  მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე, როცა  მათი  აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ "ქართული ოცნების"  სამ აქტივისტს. 

"მათ შორის ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში  გადაიყვანეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ნაც. მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელებმა, მათ შორის  თენგიზ გუნავამ სცადეს აღნიშნული ინციდენტის „შეფუთვა“.

ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოროტად ნუ ისარგებლებენ  ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და მომავალი დღეების განმავლობაში ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას.

ჩვენი აქტიური ძალისხმევით, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის უფლებას არავის მივცემთ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან  სამართალდამცავ ორგანოებსმოუწოდა,  აღნიშნული ძალადობრივი აქტი სათანადოდ გამოიძიონ.
კობახიძემ ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა "ქართული ოცნების" აქტივისტებს,   „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს არ აყვნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics