|
2016-09-30 17:09:07, 1244 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის წარმომადგენლებმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გადაიარაღებული საწარმო დაათვალიერეს
„გაოთხმაგებული წარმოება, ახალი დასაქმებული ადგილები და ექსპორტის გაზრდილი შესაძლებლობა - ეს არის შედეგი, რომელიც გამოიღო კომპანია „საქკაბელის“ „აწარმოე საქართველოში“ პროექტში ჩართვამ,“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ზესტაფონში, სს „საქკაბელის“ საწარმოში ვიზიტისას განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერი ქარხანაში საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. ქარხანამ, რომელიც პლასტმასის გრანულებსა და თანამედროვე ტიპის საკაბელო პროდუქციას აწარმოებს, პროგრამის ფარგლებში ფრანგული ტექნოლოგიითა და ელექტრონული სისტემებით აღჭურვა შეძლო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოსთვის ერთ მილიონ დოლარზე მეტი კრედიტი იყო გაცემული პროგრამის ფარგლებში და 160 ათას დოლარზე მეტს შეადგენდა თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. „კომპანია ექსპორტზეა უკვე გასული. ახალმა გაფართოებამ მას მისცა შესაძლებლობა, უფრო თამამად მიიღოს მონაწილეობა დიდ ტენდერებში იმიტომ, რომ, როგორც უკვე მოგახსენეთ, საწარმოს შესაძლებლობები გაოთხმაგდა. მათ უკვე შეუძლიათ, საკმაოდ დიდი მოცულობის შეკვეთები მიიღონ. გაიზარდა პროდუქციის ნაირსახეობაც. აქვე მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც საქართველოში მოღვაწეობს, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს და შევიძინოთ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის კომენტარში ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც პროდუქტის უსაფრთხოებას ეხება: „ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მინდა აღვნიშნო, ეს არის უსაფრთხო პროდუქტი - კომპანიამ დაამატა პროდუქტი, რომელიც წვის დროს არ გამოყოფს მავნე და მომწამვლელ ნივთიერებებს. ეს სტანდარტი ჩვენთან, ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, 2018-19 წლებში უნდა შემოვიდეს, თუმცა, როგორც ხედავთ, საწარმო უკვე მზად არის და ამ სტანდარტით უშვებს პროდუქციას“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „საქკაბელში“ სადაც 170 ადამიანი იყო დასაქმებული, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში ჩართვის შედეგად დამატებით 30 სამუშაო ადგილი შეიქმნა. კომპანიას საქართველოს ბაზრის 25-30%-მდე უკავია. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, პროდუქციის რეალიზაცია 30%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პროგრამის დახმარებით, 40-50%-ით გაიზარდა არსებული საკაბელო ქარხნის წარმადობა და ასორტიმენტი, რაც საშუალებას იძლევა, რომ დააკმაყოფილონ საქართველოში მზარდი ენერგეტიკული პროექტებიდან გამომდინარე მოთხოვნები. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)