19:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 13:47:45, 770 ნახვა

საზოგადოება
1 ოქტომბერი - ვარდისფერი მსვლელობა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ!

1 ოქტომბერს, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ  ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, კომაპნია  ეივონ (AVON) კოსმეტიქს საქართველოს ეგიდით და „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში მასშტაბური ვარდისფერი მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ. ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.

მსვლელობის განრი: 13:00 – 14:00 შეკრება ფილარმონიის წინ, მსვლელობის მაისურების და პრომო მასალების დარიგება; 14:00 – 15:00 მსვლელობა ფილარმონიიდან პირველი სკოლის მიმართულებით; 15:00 – 17:00 აქტივობა პირველი სკოლის წინ, საინფრომაციო მასალების გავრცელება, ექიმის კონსულტაცია და მამოგრაფიული შემოწმების გავლა, გასართობი ღონისძიებები.

16:00 – 17:00 საქველმოქმედო კონცერტი, აქტივობის დახურვა​; დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge/Pink /  უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ - 032 2508 508.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics